დგდ დგდ დნ დნ! „კობრა“ ანუ „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“


მოგესენებათ საუკეთესო მეგობარს დავშორდი და რას გავაკეთებდი უკეთესს თუ არა მოგონებებს მივცემოდი!
ზაფხულის ჰიტი „კობრა“ ყოველ ზაფხულს იყო ყურებიდან ტურებამდე ვცდილობდი დავმსგავსებოდი მთავარ მოქმედ პირს! მასსავით დავდიოდი მასსავით გვერდულათ ვიღიმოდი!
ნუ ეტაპობრივად „ხარება და გოგიასაც“ ვბაძავი მაგრამ „კობრა“ „ბრუს ლი“ და კიდე ერთი ფილმი მქონდა კასეტაზე სულ ვუყურებდი და დღითიდღე ვემსაგსებოდი ჩემს სატრფიალო ობიექტებს :)
კარგად მახსოვს სკოლაში ვიჩხუბე, მერე როდესაც სახლში დავბრუნდი ხომ გინახავთ შენელებული კადრებით სუპერ გმირები როგორ მწარდებიან და ვარჯიშობენ:დ მეორე დღეს საკუთარი შექმნილი „იარაღით“ გავუსწორდი იმ გველეშაპს :დ
ნუ მოკლედ „კობრა“ მაინც კობრა იყო
მინდოდა ჩემს საუკეთესო მეგობარზე დამეწერა მაგრამ „კობრაზე“ დავწერე :დ რაღაც ლოგიკა აქაცაა და ფარული ირონია :დ
ალბათ ლექსიკაზე მეტყობა რომ ძალიან მაკლია საუკეთესო მეგობარი
მსურველებლა საკუთარი მონაცემები გადმოგზავნეთ ელ ფოსტაზე : lashameskhi@rocketmail.com

No comments :

Post a Comment