ლანძღვა და გინება ნამდვილად ძნელი გასაძლებია-ვულკან ბოგრეშელი იმედგაცრუებულია...

  რამოდენიმე კვირის წინ ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ კარგად გავრცელდა
ქართველი მგოსნის ვულკან ბოგრეშელის სახალისო ვიდეო მიმართვები.
ამ ყველაფრის ავტორი პოლონეთში მოღვაწე მსახიობი ზურა პირველია
 
მგოსანი ვულკან ბოგრეშელი და მისი მეუღლე

ჩვენ ზურას აგრეთვე ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით და ვთხოვეთ რამოდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემა ;)


რატომ ეს სახელი ვულკან ბოგრეშელი? რატო გადაწყვიტე ინტერნეტ სამყაროსთვის ეს როლი შეგეთავაზებინა და გაამართლა თუ არა შენმა ჩანაფიქრმა?

არავითარი წინასწარი ჩანაფიქრი არ ყოფილა: პირველი ლექსი რომ ჩავწერე, იქ ხომ სახელიც არ ერქვა. მერე რომ ვნახე, რომ სასაცილო გამოვიდა, მოვუგონე სახელი, რომელსაც არანაირი ქვეტეკსტი არ ჰქონია - ტიპიური გიჟპოეტას ფსევდონიმია. გაამართლა მხოლოდ იმით, რომ ჩემმა მეგობრებმა და მეც ბევრი ვიცინეთ - მეტი მიზანი ამას არც ჰქონია.

ტერმინი გიჟპოეტა რას ნიშნავს? (თქვენთვის არა რასაკვირველია ვულკან ბოგრეშელისთვის)....


ჩემთვის არა, რა თქმა უნდა - ჩემს ცხოვრებაში ლექსი არ დამიწერია
გიჟპოეტა - ადამიანი, რომელიც არ არის მთლად დალაგებული, თავის თავს პოეტად თვლის, რადგან სიტყვებს რითმავს და წერს სულელურ, ემოციურ ლექსებს (ასეთები ძირითადად პატრიოტულ თემაზე წერენ ხოლმე).


რეალურად ვინ არის ვულკან ბოგრეშელი? თქვენს შესახებ გვიამბეთ 


მე ვარ 47 წლის. მე7- წელია ვცხობრობ ფოლონეთში. ვარ მსახიობი. აქ რომ ჩამოვედი, ჯერ ენა ირ ვიცოდი ისე, რომ ნორმალური როლები მეთამაშა და დავიწყე სიმღერა - საქართველოში არ ვმღეროდი. მქონდა საღამოები, სხვა და სხვა ქალაქებში მიწვევდნენ. ახლა უკვე ვთამაშობ დრამატული თეატრის სცენაზეც, მაგრამ საღამოებს ისევ ვაგრძელებ...
გუშინ და დღეს მქონდა ჩემი თეატრის პირველი ქასთინგი, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა - ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები მოვიდნენ...


ძალიან კარგი

მე თქვენგან ვიცი რომ ამ ვიდეოების გავრცელების შემდეგ ცოტა უსიამოვნება შეგხვდათ
მართალია თუ არა და აპირებს თუ არა ან ვულკან ბოგრეშელი ან მისი მეუღლე ახალი
მიმართვების ჩაწერას?

არა, მიმართვების ჩაწერას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. შეიძლება, როცა ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩდება, რამე მხიარული ვიდეო ჩავწერო კიდევ...
რაც შეეხება ლანძგვას, უარქოფითი შეფასება სრულებით არ არის საწყენი, მაგრამ ლანძღვა და გინება ნამდვილად ძნელი გასაძლებია... და კიდევ უფრო გულდასაწყვეტი ის არის, რომ როცა გიჟი ეგონათ ეს ვულკანი, ეუბნებოდნენ, შე გიჟოო! გიჟს თუ ეუბნები, გიჟი ხარო, ეს არაკაცობად მიმაჩნია მე!!!
და ვისაც მართლა პოეტი ვეგონე - შეიძლება ცუდი ლექსის დაწერისთვის აგინო ადამიანს?

ეს, მე მგონი, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ნერვიული მდგომარეობაა, ძალიან ცუდადაა ხალხი და ეს ყველაზე მეთად მაღელვებს
ერთმა ჯგუფმა (არა ახალგაზრდებმა) ჩემი ცეცხლზე დაწვაც კი მოითხოვეს...
მე ამ ვიდეოებს მხოლოდ ჩემს გვერძე ვდებდი FB და YOU TUBE , სადაც კომენთარები დავბლოკე. სპეციალურად გადაჰქონდათ ჩემი ვიდეოები MYVIDEO.GE და იქ მაგინებდნენ...

ხალხი ხშირად
გეკითხებიან: რა მოწიე ამისთანა, ჩვენც გვასწავლე ასე როგორ ბოლდები და აშ
მოკლედ თქვენს ამ საქციელს ნარკოტიკს უკავშირებენ
მართლა ბოლდები? და
რა აზრის ხარ ნარკოტიკებზე ზოგადად და საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციაზე და დავასრულოთ

შეკითხვაზერა მოვწიე ასეთი...
პლანი და მარიხუანა არასოდეს არ მიყვარდათუმცა ჩემი ცხოვრების ყველა პერიოდში ჩემი მეგობრების უმეტესობა ბევრს ცელქობდა მარიშასთან (აქპოლონეთში ასე ეძახიან).
მე მუდამ ალკოჰოლის თაყვანისმცემელი ვიყავი და თანაც ისეთირომ ჩემი ცხოვრების რამდენიმე წელი მთლიანად ამოშლილია ჩემი მეხსიერებიდან (კერძოდ კი ის წლებიროცა პოლონეთში დგადმოვედი საცხოვრებლად - აქ მიმკურნალესდა გამოვედი მდგომარეობიდან - თუმცა ჩემი გადარჩენის იმედიც აღარ იყო).
ამ ვიდეოების ჩაწერის დროს ვეწეოდი მხოლოდ ჩვეულებრივმაღაზიაში ნაყიდ სიგარეტს და არც ერთი წვეთი ალკოჰოლი არ მყონდა მიღებული
რაც შეეხება ლეგალიზაციასმე არ ვიცისაჭიროათუ არაეს ალბათ სპეციალისთებმა უნდა გადაწყვიტონმაგრამ არა შუა საუკუნეების მორალზე დაყრდნობითარამედ დღევანდელი რეალური სიტუაციიდან გამომდინარე და დღევანდელი პრობლემების დათვალისწინებით!


ბოლოს რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით? :დ

კურიოზები? კი, მქონდა, მაგრამ ასე მოსაყოლად არც სასაცილო იქნება და არც საინტერესო.
ამ სცენებს სრულიად მოუმზადებლად ვწერდი ხოლმე, მხოლოდ, თუ ვულკანს ლექსი ინდა ეთქვა, ლექსს ვიგონებდი და მონიტორზე ვათავსებდი, რომ ჩაწერის დროს წამეკითხა. ამიტომ ჩაწერის დროს იმპროვიზაციები ისეთი სასაცილო გამოდიოდა, რომ ერთ ვიდეოში სიცილი ამიტყდა და იძულებული გავხდი, შემეწყვითა ჩაწერა - ასევე დავდე ის ვიდეო - მერისა და აგამემნონის საუბარი (სცენა ჩაიშალა).

ძალიან კარგი მე წარმატებები მინდა გისრუვო და მხნეობა! შენ რას უსურვებ ჩვენს მკითხველს?


                       ზურა პირველი

მაყურებელს და მკითხველს სანამ რამეს ვუსურვებდე, ჯერ, თუ შეიძლება ვთხოვ რაღაცას:
მე ამ ვიდეოებით არავის გაბრაზება არ მინდოდა, მხოლოდ ჩემი მეგობრების გასართობად ვიხუმრე და ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გავრცელდა მთელს ინტერნეტ სივრცეში. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ გამიბრაზდებით და ნუ გამლანძღავთ!
...და გისურვებთ სიმშვიდეს საქართველოში, არა შიმშილს, არა სიცივეს, არა აგრესიას.... და ბევრ ნიჭიერ ადამიანს (ეს პრიმციპში არასოდეს აკლდა საქართველოს).

ჩვენ იმ იმედით რომ ვულკან ბოგრეშელი დაბრუნდება გთავაზობთ ერთ ერთ გამორჩეულ ლექსს მისი შემოქმედებიდან :დ ზურას კი წარმატებებს და მხნეობას ვუსურვებთ


No comments :

Post a Comment