პაატა შამუგია: „მმკ-ს დედაც მოვტყან!“

დღევანდელობის ერთ ერთი გამორჩეული პოეტი პაატა შამუგია საზოგადოებისადმი მიმართვას საკუთარ ფეისბუქზე ავრცელებს:
გადავხედე მეგობრების პოსტებს ID ბარათთან დაკავშირებით. უმეტესობა ამბობს, რომ ბნელები არ უნდა ვეძახოთ, ეს ხომ ელიტიზმია და ა.შ. მე ვფიქრობ, ფარისევლობა უფრო ცუდია, ვიდრე ელიტიზმი. როცა ადამიანი ბნელი გგონია, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო თავს იკავებ სახელდებისგან, ამით ხდება ორი რამ: 1. ახალისებ სიბნელეს; უბიძგებ, მანამ იმეორონ ეს იდიოტური აზრები, სანამ კიდევ უფრო მეტ ადამიანს არ აიყოლიებენ და 2. ახდენ საღი აზრის მარგინალიზაციას.
სინამდვილეში, ხალხი რომელიც ბარათში ეძებს კუდიანებს, ცოტა ხანში ჩვენს ტვინებშიც დაიწყებს ჭინკების და ეშმაკების ძებნას და, როგორც წესი, აღამოაჩენს კიდეც. ამის მერე ტრადიციული სადამსჯელო პროცედურები მოდის, ნუ ჩამომათვლევინებთ :დ თან თუ გავითვალისწინებთ, ვინ აკეთებს ამ აქციებს იუსტიციის სამინისტროს წინ - მმკ (დიდი ასოებით:დ), ყველაფერი ნათელი გახდება.
ჩემი აზრით, მმკ არის ბნელი, ძალადობრივი, ანტიადამიანური ორგანიზაცია და ყველა ადამიანი, რომელიც მას მხარს უჭერს, არის &**& (ჩასვით ნებისმიერი უცენზურო სიტყვა). ერთი სიტყვით, ხიხიაა
მე მირჩევნია, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და გავისწოროთ ვიდრე ვიღაც აგრესიული სირებისადმი პიეტეტის გამო ხმა არ ამოვიღოთ.

კლასიკოსების "შეწუხება" არ მიყვარს, მარა ასეთ რამეზე ერთმა კაი კაცმა კაი სიტყვა
დახარჯა და რო დავუჯეროთ, არაფერს წავაგებთ:

"აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?
ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?"

პ.ს. კახურად უნდა დავამთავრო: მმკ-ს დედაც მოვტყან! :)

No comments :

Post a Comment